37 წლის ბრაზილიელმა ცენტრალურმა მცველმა ლუიზაომ კარიერა დაასრულა. აღნიშნულ ინფორმაციას „ბენფიკას“ ოფიციალური ვბგვერდი ავრცელებს.
ლუიზაო 2000-03 წლებში „კრუზეიროში“ თამაშობდა, ხოლო 2003-წლიდან დღემდე „ბენფიკას“ ღირსებას იცავდა. ბრაზილიელმა პორტუგალიურ კლუბში ყველა ტურნირზე ერთად 538 შეხვედრა ჩაატარა და 47 გოლი გაიტანა. მცველი 2001-11 წლებში ბრაზილიის ნაკრების წევრი გახლდათ, სადაც 44 შეხვედრა ჩაატარა და ოთხი გოლი გიატანა.