ფეხბურთი

13:20 | 26.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფრენკ ლამპარდი: "შოკირებული ვარ"

„დერბი ქაუნთიმ“ კარაბაოს თასი 1/16 ფინალში „ოლდ ტრაფორდზე“ „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაამარცხა, ხოლო ფრენკ ლამპარდმა ჟოზე მოურინიოს აჯობა. ნამატჩევს ლეგენდარულმა ინგლისელმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი გუნდით ამაყობს.

„შოკირებული ვარ. ჩვენ „ოლდ ტრაფორდზე“ სწრაფი გოლი გავუშვით და შემდეგ ვითამაშეთ შესანიშნავი ფეხბურთი. წარმოუდგენელია გუნდის ხასიათი პენალტების სერიის დროს და ჩემი გუნდით ძალიან ამაყი ვარ.

ვცდილობ ავაშენო გუნდი და ასეთი საღამოები დაგვეხმარება. მსოფლიო დონის ფეხბურთელების წინააღმდეგ დიდებულად ვითამაშეთ“, - განაცხადა ლამპარდმა.

შეგახსენებთ, რომ ფრენკ ლამპარდი სამწვრთნელო ასპარეზზე პირველ ნაბიჯებს დგას და „დერბი“ გასულ ზაფხულს ჩაიბარა.

0.112302