კალათბურთი

1:03 | 26.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას 17 ქულა 17 წუთში

თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” ახალი სეზონისთვის მზადების ციკლში ბოლო მატჩი გამართა და ბერლინის “ალბას” 87:77 სძლია, საქართველოს ნაკრების ლიდერი კი საუკეთესოდ აღიარეს.

შენგელია სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 17:32 წუთში 17 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 9-დან 6 ორქულიანი და 5-ვე საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, თოკოს სარგებლიანობის კოეფიციენტი 23-ს გაუტოლდა და ეს, ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
ესპანეთის საკალათბურთო პირველობა სტარტს 27 ოქტომბერს აიღებს, ბასკურ კლუბს კი პირველი მატჩი 29-ში, შინ, “სარაგოსასთან” ელის.

0.119769