ფეხბურთი

10:31 | 25.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს საუკეთესო სამეულები

ლიონელ მესისთვის კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა სამეულშია, კრიშტიანუსთვის მესი - არა. ფიფამ ეროვნული ნაკრებების მწვრთნელებისა და კაპიტნების გამოკითხვის შედეგად წლის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა.

მოდრიჩი 29%-ით საუკეთესო გახდა, აჯობა რონალდუს (19%) და სალაჰს (11%). ამრიგად, დაემხო ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ჰეგემონიაც. და, ვისზე გააკეთეს არჩევანი თავად „ბარსელონასა“ და „იუვენტუსის“ ლიდერებმა?

მესის საუკეთესო სამეული ასეთია: ლუკა მოდრიჩი, კილიან მბაპე, კრიშტიანუ რონალდუ.

პორტუგალიელის არჩევანი კი შემდეგნაირია: რაფაელ ვარანი, ლუკა მოდრიჩი, ანტუან გრიზმანი.

0.115722