„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი კილიან მბაპე საფრანგეთის ლიგა 1-ის აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ამის შესახებ ლიგა 1-ის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.
გასულ თვეში მბაპემ ორი მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. ხოლო პსჟ-მ ორივე თამაში მოიგო.
მბაპეს კონკურენტები აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზე „დიჟონის“ წევრი ჟულიო ტავარეში და „ლილის“ ფეხბურთელი ნიკოლა პეპე იყვნენ.