ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ, საფრანგეთის ნაკრებისა და პსჟ-ს შემტევი კილიან მბაპე დაასაჩუქრა. ფეხბურთის მეფემ ფრანგს „სანტოსის“ მაისური უსახსოვრა, რომელსაც თავისი ავტოგრაფი ამშვენებს.
მბაპემ ლეგენდას მადლობა სოციალური ქსელიდან გადაუხადა:
„მადლობა შესანიშნავი საჩუქრისთვის, მეფევ“, - დაწერა კილიანმა.
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპე გახდა პელეს შემდეგ მეორე თინეიჯერი ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მოახერხა გოლის გატანა. პელემ ეს 1958 წელს შვედეთთან გააკეთა, ხოლო მბაპემ 2018 წელს, ხორვატიასთან.