ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე პორტუგალიურ ობიდოსში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) ძირითად ბადეში მოხვდა.
კვალიფიკაციაში პირველ ნომრად განთესილმა ბოლქვაძემ საწყის რაუნდში დაისვენა, გადამწყვეტ წრეში კი მე-16 რეიტინგის მქონე იტალიელ ფრანჩესკა ბულანის 6:1, 6:1 სძლია.
თუ ვინ იქნება ძირითად ბადეში მარიამის მეტოქე, მოგვიანებით გაირკვევა.
წყვილთა ტურნირში ბოლქვაძე და პორტუგალიელი ინეს მურტა “უაილდ ქარდის” მქონე ესპანელ ბუკსასა და ამერიკელ სტივენსონს გაეჯიბრებიან.