დევიდ ბექჰემს 23 სექტემბერს "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში, ლიგის თასზე "ბრაიტონის" წინააღმდეგ დებიუტი ჰქონდა. დევიდი ინგლისურ კლუბს 1991 წელს შეუერთდა. "ბრაიტონთან" შეხვედრის შემდეგ ბექჰემმა "წითელი ეშმაკების" რიგებში 394 მატჩი ჩაატარა და 85 გოლი გაიტანა.
დევიდი მანჩესტერული გუნდის რიგებში პრემიერლიგის ჩემპიონი ექვსჯერ გახდა, ხოლო ჩემპიონთა ლიგა 1999 წელს მოიგო. ბექჰემის კარიერა "მანჩესტერ იუნაიტედში" 2003 წელს დასრულდა, როდესაც მადრიდის "რეალში" გადავიდა. მას შემდეგ დევიდმა "ლოს ანჯელეს გალაქსის", "მილანის" და პსჟ-ს რიგებში ითამაშა.