ფეხბურთი

15:24 | 22.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვერატის არჩევანი: "მილანი" ან "იუვენტუსი"

„პარი სენ ჟერმენის“ ნახევარცველ მარკო ვერატის ფრანგული კლუბის დატოვება და სერია A-ში გადასვლა სურს. აღნიშნულ თემაზე უკვე მუშაობს ფეხბურთელის აგენტი მინო რაიოლა.

Calciomercato-ს ინფორმაციით, 26 წლის იტალიელის აგენტი პსჟ-ს ხელმძღვანელებს უკვე ესაუბრა და მისი კლიენტის გადაწყვეტილება გააცნო, მათი პასუხი კი ჯერჯერობით უცნობია.

იტალიური მედია ვერატის სახელს აქტიურად უკავშირებს „მილანსა“ და „იუვენტუსს“. აქვე გეტყვით, რომ „როსონერი“ „პარი სენ ჟერმენის“ კიდევ ერთი ფეხბურთელის, ადრიენ რაბიოს გადაბირებას ცდილობდა, თუმცა თავად რაბიოს პარიზული კლუბის დატოვება არ სურს.

0.11246