ფეხბურთი

12:31 | 22.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

დი ფრანჩესკო: "დღესვე მზად ვარ სიკვდილისთვის, დუგლას კოშტას რასისტული სიტყვები თუ ვუთხარი"

„სასუოლოს“ ნახევარმცველმა ფედერიკო დი ფრანჩესკომ ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველ დუგლას კოშტასთან მომხდარ ინცინდენტზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, ბრაზილიელის მისამართით რასიზმის შემცველი ფრაზები არ გამოუყენებია.

„ეს იყო უბრალოდ დისკუსია მოედანზე, სადაც ბინძური სიტყვები მიღებულია, მაგრამ მზად ვარ დღესვე მოვკვდე, თუ მას რასისტული სიტყვები ვუთხარი. ასეთი არაფერი მითქვამს! მე ამ საკითხზე უკვე ვისაუბრე და აღარ მსურს ამაზე კომენტარის გაკეთება“, - განაცხადა დი ფრანჩესკომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „სასუოლოს“ შეხვედრაში დი ფრანჩესკო და კოშტა წაკიკლავნდნენ, რაც იმით დასრულდა, რომ ბრაზილიელმა მეტოქეს შეაფურთხა. დუგლას კოშტა უკვე დაისაჯა და 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციის მოხდა მოუწევს.

რაც შეეხება ფედერიკო დი ფრანჩესკოს, მან გუშინ ჩაატარა უკვე თამაში და „ემპოლის“ კარში ქუსლით ულამაზესი გოლიც გაიტანა.

0.113478