ფეხბურთი

0:10 | 22.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

პერესმა რონალდუს წასვლის მიზეზი დაასახელა და მადლობა გადაუხადა

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა კრიშტიანუ რონალდუს გუნდიდან წასვლის შემდეგ აღნიშნულ საკითხზე ღიად პირველად ისაუბრა. „სამეფო კლუბის“ პრეზიდენტის განცხადებით, პორტუგალიელმა მადრიდი პირადი მიზეზით დატოვა და „რეალი“ ყოველთვის მის სახლად დარჩება.

„მიმდინარე წელს ყველაზე დიდი მოგება რონალდუს ტრანსფერმა მოგვიტანა. მან წასვლა პირადი მიზეზების გამო გადაწყვიტა და შეთანხმებას მივაღწიეთ. „იუვენტუსისგან“ კი 100 მილიონზე მეტი მივიღეთ.

რონალდუს ჩვენგან მადლობის მეტი არაფერი ეკუთვნის, იმისთვის, რაც ჩვენი მაისურით გააკეთა. ის „რეალის“ ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია ალფრედო დი სტეფანოს შემდეგ და ეს ყოველთვის მისი სახლი იქნება“, - ციტირებს პერესის სიტყვებს Ok Diario.

შეგახსენებთ, კრიშტიანუ „რეალში“ გატარებული 9 სეზონის შემდეგ „იუვენტუსში“ მიმდინარე წლის ივლისში გადავიდა.

0.1238