ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ემრე ჯანი თანამემამულე მსაჯს, ფელიქს ბრიხს არ ეთანხმება კრიშტიანუ რონალდუს წითელ ბარათში. გერმანელი ფეხბურთელის აზრით, ბრიხი შეცდა.
„მსაჯმა რონალდუ თმებში ხელის მოკიდებისთვის გააძევა. ჩვენ ფეხბურთს ვთამაშობთ და ქალები არ ვართ. თუ ეს წითელი ბარათი იყო, მაშინ ყველა წესის დარღვევაზე იგივე სასჯელი უნდა არსებობდეს. რა თქმა უნდა, გაძევება 100%-ით შეცდომა გახლდათ“, - განუცხადა ემრემ DAZN-ს.
შეგახსენებთ, რომ რონალდუ „ვალენსიასთან“ შეხვედრის 29-ე წუთზე გააძევეს და ახლა შესაძლოა, ორი მატჩი გაუცდეს.