ჩოგბურთი

15:52 | 20.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმის ტურნირი ქართველ ჩოგბურთელთა გარეშე გაგრძელდება

ბათუმში მიმდინარე 15-ათასიანი ტურნირი ქართველ ჩოგბურთელთა გარეშე გაგრძელდება.

ბოლოს, შეჯიბრს ლანა კენჭიაშვილი გამოეთიშა, რომელმაც საწყის რაუნდში პირველ ნომრად განთესილ სერბ ტამარა ჩუროვიჩს 2:6, 7:5, 6:2 სძლია, მერვედფინალში რუს ალეკსანდრა კუზნეცოვას 6:3, 6:3 მოუგო, მეოთხედფინალში კი კიდევ ერთ რუს მე-6 ნომრად განთესილ რუს გიულნარა ნაზაროვასთან 2:6, 4:6 დამარცხდა.
მანამდე, მერვედფინალში წააგო ანა შანიძემ. ის მე-7 რეიტინგის მქონე უნგრელ ჩილა არგეილანს ვერ გაუმკლავდა – 0:6, 2:6.

0.116345