ფეხბურთი

11:15 | 20.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი: "ეს ნამდვილი "იუვენტუსი" იყო"

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ვალენსიასთან (0:2) მატჩის შემდგომ მედიასთან კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის თქმით კრიშტიანუ რონალდუს გაძევება არასამართლიანი იყო და VAR-ს შეეძლო მსაჯებს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დახმარებოდა.

„ბიჭებმა კარგი თამაში ჩაატარეს, რადგან გაძევებამდე დიდებულად ვმოქმედებდით. მას შემდეგ კი, რაც დავწინაურდით, მეტოქისთვის შანსი თითქმის არ მიგვიცია. ეს იყო ნამდვილი „იუვენტუსი“, რომელიც ფეხბურთს თამაშობს.

კრიშტიანუ ჩემპიონთა ლიგაზე ყველას ყურადღების ცენტრშია და ეს სხვანაირი ყურადღებაა. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ VAR-ი მსაჯს დაეხმარებოდა ამ ეპიზოდის განსჯაში და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. 29-ე წუთზე ასეთი ეპიზოდის შემდეგ 10 კაცით დავრჩით და ეს სამწუხაროა. დუგლას კოშტა? კვირას მომხდარი ინცინდეტის შემდეგ, ბუნებრივია, ნერვული ფონი ჰქონდა და ამით პირველ რიგში საკუთარი თავი დააზარალა“, – განაცხადა ალეგრიმ.

მომდევნო მატჩს "ბებერი ქალბატონი" 2 ოქტომბერს, ტურინში, "იანგ ბოიზის" წინააღმდეგ გამართავს.

0.113618