სხვა

22:03 | 19.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ხეცურიანმა და თიბილაშვილმა ჯგუფური ეტაპი დასძლიეს

იტალიის ქალაქ ტერნიში გრძელდება ევროპის ჩემპიონატი ეტლით ფარიკაობაში. დღეს ქართველმა პარამოფარიკავეებმა რაპირით იასპარეზეს.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, B კატეგორიაში ირმა ხეცურიანმა ჯგუფური ეტაპი წარმატებით დასძლია, საბოლოოდ კი, შეჯიბრი რვა საუკეთესოს შორის დაასრულა.
A კატეგორიაში სამი ქართველი გამოდიოდა: ნინა თიბილაშვილმა ჯგუფური ეტაპი გადალახა და 16 საუკეთესოს შორის მოხვდა. რაც შეეხებათ მირანდა გიგაშვილსა და გვანცა ზადიშვილს, მათ ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლიეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.148802