ვეტერანი ესპანელი თავდამსხმელი კარიერას არაბეთის გაერთიანებული საამიროების კლუბ „ალ-ნასრიში“ გააგრძელებს. პირინელმა შემტევმა აზიურ გუნდთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და სეზონში 7 მილიონ ევროს მიიღებს.
ნეგრედო ბოლო პერიოდში თურქულ „ბეშიქთაშში“ თამაშობდა, რომლის ღირსება მიმდინარე სეზონში ოთხჯერ დაიცვა და ორი გოლი გაიტანა.
ნეგრედოს სხვადასხვა პერიოდში "რაიო ვალეკანოს", "ალმერიას", "სევილიას", "მანჩესტერ სიტის", "ვალენსიასა" და "მიდლსბროში" უთამაშია. ესპანეთის ნაკრებში კი 21 შეხვედრაში 10 გოლის გატანა მოახერხა.