ფეხბურთი

11:30 | 19.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

დუგლას კოშტას მკაცრი სასჯელი

იტალიის მოქმედი ჩემპიონის, "იუვენტუსის" შემტევი დუგლას კოშტა მკაცრად დაისაჯა. სერია A-ს სადისციპლინო კომიტეტმა იმსჯელა "იუვენტუსისა" და "სასუოლოს" შეხვედრაში მომხდარ ინცინდენტზე და ბრაზილიელი ფეხბურთელი ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

საქმე ისაა, რომ 28 წლის შემტევმა "სასუოლოს" წევრ ფედერიკო დი ფრანჩესკოს სახეში შეაფურთხა. ფეხბურთელები წაკინკლავდნენ და უმსგავსო საქციელიც ამას მოჰყვა.

ამრიგად, კოშტას გარეშე "ბებერი ქალბატონი" "ფროზინონეს", "ბოლონიას", "ნაპოლისა" და "უდინეზეს" დაუპირისპირდება.

0.116455