ქართველი ჩოგბურთელი გიორგი ცივაძე ყაზახეთის ქალაქ ჩიმკენტში მიმდინარე 15-ათასიან ტურნირზე წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს.
ცივაძემა და ყაზახმა გრიგორი ლომაკინმა წყვილთა შეჯიბრის საწყის წრეში მე-2 ნომრად განთესილ რუსულ დუეტს (იგოშინი-საბანინი) 6:4, 4:6, 10:6 სძლიეს და მეოთხედფინალში ჰოლანდიელებს – ჰოუკსსა და ვან დენ ბერგს ეთამაშებიან.
შეგახსენებთ, რომ ერთეულთა ტურნირის მერვედფინალში ცივაძეს მე-2 რეიტინგის მქონე ჰოლანდიელ კოლინ ვან ბეემთან ჭიდილი ელის.