ფეხბურთი

20:16 | 18.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

რამოსი: "ჩემპიონთა ლიგას რონალდუს გარეშეც მოვიგებთ"

ჩემპიონთა ლიგის დაწყებამდე "რეალის" კაპიტანმა სერხიო რამოსმა მცირე კომენტრი გააკეთა და აღნიშნა, რომ "რეალი" ჩემპიონთა ლიგას კრიშტიანუ რონალდუს გარეშეც მოიგებსო.

"რონალდუს წასვლის შემდეგ დარჩენილი სიცარიელე უნდა შევავსოთ. ჩვენ მას წარმატებებს ვუსურვებთ, სანამ ჩვენი გუნდები ერთმანეთს არ შეხვდებიან. უნდა ვიპოვოთ თამაშის ახალი სტილი, რომელიც გამარჯვებებს მოგვიტანს. დარწმუნებული ვარ, ჩემპიონთა ლიგას რონალდუს გარეშეც მოვიგებთ"- რამოსის სიტყვებს Football Italia ავრცელებს.

ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის პირველ მატჩში "რეალი" შინ "რომას" დაუპირისპირდება. მატჩი 19 სექტემბერს თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართბა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114512