ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო ესპანეთის ლა ლიგის თამაშების ამერიკიის შეერთებულ შტატებში ჩატარებას ეწინააღმდეგება.
როგორც ინფანტინომ თქვა, გუნდებმა საშინაო მატჩები საკუთარ სტადიონებზე უნდა ჩაატარონ:
„ჩვენ გვინდა, რომ ვიხილოთ დიდებული მატჩები MLS-ში. თუმცა, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ გუნდებმა თავისი შეხვედრები საშიანო არენაზე ჩაატარონ და არა, უცხო ქვეყანაში. უეფამ მოთხოვნა უცხოეთში მატჩების ჩატარების შესახებ სერიოზულად უნდა შეისწვალოს“, - ციტირებს ინფანტინოს სიტყვებს ESPN-ი.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატის შეხვედრები აშშ-ში გაიმართება. მათ შორის პირველი „ბარსელონასა“ და „ჟირონას“ შორის მაიამიში.