კალათბურთი

0:48 | 16.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ილიას ზუროსი: "ვეცდებით გულშემატკივარი გავახაროთ"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის ემზადება. შეხვედრამდე 1 დღით ადრე ილიას ზუროსმა გუნდი ავარჯიშა და შემდგომ მედიასთან კომენტარი გააკეთა. ბერძენი სპეციალისტის თქმით მეტოქე გუნდი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, თუმცა მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა.

„ძალიან რთული მატჩი იქნება, რადგან ჩვენ ვხვდებით ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს მსოფლიოში და ტოპ მოთამაშეები ჰყავთ. ვეცდებით, რომ კარგი თამაში ვაჩვენოთ. მეტოქე გუნდის სიძლიერეზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ორი დღის წინ სერბეთი დაამარცხეს და მათი ბალანსი 7:0-ზეა. თუმცა ჩენი მიზანი გამარჯვებაა. შევეცდებით, სათამაშო სტრატეგია განვახორციელოთ და გულშემატკივარი გავახაროთ“, - განაცხადა ილიას ზუროსმა.

საქართველოსა და საბერძნეთის მატჩი დღეს, 16 სექტემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111403