ჭადრაკი

22:50 | 14.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბოლო ტურის წინ...

თურქულ გებზეში მიმდინარე 20-წლამდე მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბოლოსწინა მე-10 ტურის პარტიები შედგა. ქართველი ნინო ხომერიკი (2313) შავი ფიგურებით ინდოელ ვარშინის (2173) დაუზავდა და 7.0 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება.

ტურნირის ერთპიროვნული ლიდერი უზბეკი გულრუხბეგიმ ტოხირჯონოვა (2369) გახლავთ 8.5 ქულით, რუსებს – ალეკსანდრა მალტევსკაიას (2234), ბიბისარა ასაუბაიევასა (2371) და დინარა დორჯიევას (2318) კი აქტივში 7.5 ქულა აქვთ.
უკანასკნელ ტურში, რომელიც 15 სექტემბერს გახლავთ დაგეგმილი, ხომერიკი თეთრი ფიგურებით რუს ანასტასია პარამზინას (2222) ეთამაშება.
ვაჟთა ტურნირში პირველობა ნაადრევად გაინაღდა ირანელმა პარჰამ მაგჰსოოდლოომ (2649), რომელმაც ათ ტურში 9.5 ქულა მოაგროვა და უახლოეს კონკურენტებს უკვე 2.0 (!) ქულით გაუსწრო.
5.5-5.5 ქულა აქვთ აქტივში ნოე თუთისანსა (2471) და გიორგი სიბაშვილს (2425), რომლებიც შესაბამისად 63-ე და 72-ე ადგილებზე იმყოფებიან.

0.118325