სხვა

14:37 | 14.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ მსროლელთა შედეგები მსოფლიო ჩემპიონატზე

სამხრეთ კორეის ქალაქ ჩანგვონში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატში მრგვალ სტენდზე სროლაში ქართველმა ვლადიმერ ნარჩემაშვილმა ასპარეზობა 67-ე ადგილზე. მისი მონაგარი 115 ქულა გახლდათ.

საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, პირველი დღის შემდეგ, ჩვენებური 68 ქულით 85-ზე იყო, დღეს დილით კი, იმ მონაგარს 47 ქულა წაუმატა, ხოლო ბოლო სერია უნაკლოდ შეასრულა და 25-ვე სამიზნე დააზიანა: 22 და 25 ქულა.
დავით ქვათაძის ანგარიშზე 111 ქულა და 90-ე ადგილი იყო. დღეს მან 21 და 23 ქულა მოინადირა, გუშინ კი მის ანგარიშე 67 ქულა და 96-ე პოზიცია გახლდათ.
თენგიზ იმნაიშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა 110 ქულით დაასრულა (გუშინ მასაც 67 ჰქონდა) – 21 და 22 ქულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114103