სხვა

0:21 | 14.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

IOC-მა ტოკიო 2020-ის ორგანიზატორებს ზაფხულის დრო მოუწონა

2020 წლის ოლიმპიური თამაშებისას ზაფხულის დროის მიღების იდეას მხარს უჭერს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC). შესაბამისი გადაწყვეტილებით ტოკიოს თამაშების ორგანიზატორებს სპორტსმენებზე და მაყურებლებზე ზაფხულის სიცხის ზემოქმედების შემცირების იმედი აქვთ.

„მარათონი და სხვა ღონისძიებები დილით ადრე დაიწყება, - აღნიშნავს IOC-ის საკოორდინაციო კომისიის ხელმძღვანელი ჯონ კოუტსი, - აქ მზე ადრე ამოდის. ზაფხულის დროზე გადასვლის იდეა კარგი გადაწყვეტილებაა. ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მონაწილეებზე და მაყურებელზე სიცხის ზემოქმედების შესაძლო შედეგები."

წლეულს, ზაფხულში იაპონიაში სიცხის შედეგად არანაკლებ 120 ადამიანი გარდაიცვალა.

XXXII ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ჩატარდება ივლის-აგვისტოში - იაპონიისთვის ყველაზე ცხელ თვეებში.

www.geonoc.org.ge

0.136