თურქულ გებზეში მიმდინარე 20-წლამდე მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატზე მე-8 ტურის პარტიები მიილია. გოგონათა ტურნირში ნინო ხომერიკი (2313) თეთრი ფიგურებით რუს ალეკსანდრა მალტევსკაიას (2234) დაუზავდა და ლიდერთა სამეულში რჩება.
ხომერიკს აქტივში 6.5 ქულა აქვს და დამატებითი მაჩვენებლებით მე-2 ადგილზეა, პირველი ხსენებული მალტევსკაია გახლავთ, მესამე კი – კიდევ ერთი რუსი დინარა დორჯიევა (2318).
მე-9 ტურში ხომერიკი შავებით რუს ბიბისარა ასაუბაიევა (2371) ეთამაშება, ასევე ცენტრალური იქნება მალტევსკაიასა და დორჯიევას პარტიაც.
ვაჟთა ტურნირში ნოე თუთისანი (2471) 4.0 ქულით 78-ე ადგილზეა, ხოლო გიორგი სიბაშვილი (2425) 3.5 ქულით 112-ე გახლავთ. მსოფლიო ჩემპიონატის უმთავრეს ფავორიტად ირანელი პარჰამ მაგჰსოოდლოო (2649) რჩება, რომელმაც 7.5 ქულა მოაგროვა და უახლოეს კონკურენტს ქულით უსწრებს.