ფეხბურთი

17:08 | 12.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

"სამტრედია" დარასელიამ ჩაიბარა

საფეხბურთო კლუბ „სამტრედიას“ გიორგი დარასელია გაწვრთნის. აღნიშნულ ინფორმაციას იმერული გუნდის ვებგვერდი ადასტურებს.

„სამტრედიაში“ დარასელიას დებიუტი 14 სექტემბერს, „დილას“ წინააღმდეგ შედგება. სწორედ გორელებს ავარჯიშებდა დარასელია ბოლო პერიოდში.

„სამტრედიამ“, რომელიც ეროვნული ლიგის აუტსაიდერთა შორისაა, მიმდინარე სეზონში მეოთხე მწვრთნელი გამოიცვალა. აქამდე, საქართველოს 2016 წლის ჩემპიონს უჩა სოსიაშვილი, ბადრი კვარაცხელია და გია ცეცაძე ავარჯიშებდნენ.

0.116954