ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა ბულგარეთის ქალაქ ვარნაში მიმდინარე 15-ათასიან ტურნირში ჩაერთო და თუკი წყვილებში გამარჯვება იზეიმა, ერთეულებში წარუმატებლობა შეემთხვა.
ერთეულთა ტურნირის საწყის რაუნდში სოფოს მე-5 განთესვა გააჩნდა, თუმცა რუმინელი გეორგია ანდრეა გრაჩიუნთან 3:6, 4:6 დამარცხდა.
წყვილებში შაფათავამა და რუმინელმა იოანა გასპარმა (მე-4 განთესვა) ასევე რუმინელები ნეგოიტა და სავესკუ 6:1, 6:3 დაჯაბნეს და მეოთხედფინალში ბულგარელ მიჰაილოვასა და თურქ იორუკს გაეჯიბრებიან.