ჩოგბურთი

20:34 | 11.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

სერენა 17 000 დოლარით დააჯარიმეს

სერენა უილიამსი US OPEN-ის ორგანიზატორებმა 17 000 ამერიკული დოლარით დააჯარიმეს. სერენამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში ნაომი ოსაკასთან 2:6, 4:6 დამარცხდა. თამაშის დროს სერენამ მწვრთნელის კარნახის გამო გაფრთხილება მიიღო, რის გამოც უილიამსი გაბრაზდა და მსაჯთან კამათი დაიწყო, ჩოგანი დაამტვრია და განრისხებული ყვიროდა.

სერენა 10 000 დოლარი მსაჯის შეურაცხყოფისთვის, 3000 ჩოგნის დამტვრევისთვის და 4000 მწვრთნელის კარნახისთვის დაჯარიმდა, ჯამში 17 000 დოლარი გამოვიდა. სერენამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში გასვლით 1.85 მილიონი ამერიკული დოლარი გამოიმუშავა. ტურნირის ორგანიზატორებმა უილიამმს 17 000 დოლარი მოგებული თანხიდან ჩამოაჭრეს.

0.102477