30 წლის გერმანელი ანგელიკა კერბერი, სიმონა ჰალეპის შემდეგ, გახდა მეორე ჩოგბურთელი, რომელმაც წლის შემაჯამებელ ტურნირზე თამაშის უფლება მოიპოვა, აღნიშნულ ინფორმაციას WTA-ის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
კერბერმა წელს უიმბლდონი მოიგო და ყველა დიდი სლემის ტურნირზე მინიმუმ 1/4-ფინალში გავიდა.
წლის შემაჯამებელი ტურნირი 21-28 ოქტომბერს სინგაპურში გაიმართება. კერბერს აღნიშნულ ტურნირზე სულ 5-ჯერ უთამაშია, საუკეთესო შედეგი 2016 წელს დააფიქსირა, როცა ფინალში ციბულკოვასთან დამარცხდა.