ფეხბურთი

18:00 | 11.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაია: "რასაც ველოდით, ისეთი სიმძიმის ტრავმა არაა"

საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური „გენტის“ თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ ბრიუსელში კოჭზე ოპერაცია გაიკეთა. ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტრავმის სიმძიმე არაა ისეთი, როგორიც თავიდან იყო მოსალოდნელი.

„უბედნიერესი ვარ! ტრავმის სირთულე არაა ისეთი სიმძიმის, რასაც მოველოდით, მოედანს უფრო სწრაფად დავუბრუნდები, ვიდრე წარმომედგინა“, - წერს ქვილითაია.

შეგახსენებთ, 24 წლის ფეხბურთელმა საქართველოს ნაკრების ვარჯიშზე კოჭი მოიტეხა და თავდაპირველი ცნობით, შესაძლო იყო ლაზარეთში 1 წელი გაეტარებინა. თუმცა, საბედნიეროდ, ეს პროგნოზი არ გამართლდა და მოედანზე დაბრუნებას რამდენიმე თვეში მოახერხებს.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ ქვილითაია ტრავმირებული აქამდეც იყო და 1 თვის წინ დაიწყო ვარჯიში. მას მერე „გენტში“ 2 თამაშში 2 გოლიც გაიტანა და თითქოს, სასურველ ფორმას იბრუნებდა, მაგრამ ისევ ოპერაციის გაკეთება დასჭირდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113889