ფეხბურთი

16:40 | 11.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ქუთათელაძე "ანჟისთან" ახლოსაა

ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” აკადემიის ყოფილი წევრი ნიკოლოზ ქუთათელაძე დიდი ალბათობით, კარიერას მახაჩყალის “ანჟიში” გააგრძელებს. როგორც გამოცემა Championat.com-ი იტყობინება, მხარეებს შორის შეთანხმება უკვე შედგა და 17 წლის ქართველი რუსულ გუნდში გადავა.

მეტიც, წყაროს ცნობით, ქუთათელაძე “ანჟიში” ერთი კვირის განმავლობაში ვარჯიშობდა და გადაწყვეტილებაც ამის შემდგომ იქნა მიღებული. ახლა, რუსული მხარე უეფას ელოდება, რომ ტრანსფერი დაადასტუროს.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ქუთათელაძე პსჟ-ს აკადემიაში 2016 წლიდან ირიცხებოდა, ხოლო იქამდე “ლილის” ღირსებას იცავდა.

0.108207