ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა ბულგარეთში იმყოფება და ხვალიდან ვარნას 15-ათასიან ტურნირში ჩაებმება.
შაფათავა ერთეულთა ტურნირში მე-5 ნომრადაა განთესილი და საწყის რაუნდში რუმინელ გეორგია ანდრეა გრაჩიუნს ეთამაშება.
წყვილებში სოფოსა და რუმინელ იოანა გასპარს მე-4 განთესვა აქვთ. ისინი მასპინძლებს – ნეგოიტასა და სავესკუს გაეჯიბრებიან.