ფეხბურთი

4:20 | 10.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "მთავარი შედეგია"

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ ლატვიასთან (1:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. 31 წლის ფეხბურთელის განცხადებით, ოფიციალურ შეხვედრებში მთავარი შედეგია და არა თამაშის ხარისხი.

„ორი თამაში მოვიგეთ და ყველა კმაყოფილი უნდა ვიყოთ. თამაშის ხარისხს რაც შეეხება, ეს არის ოფიციალური შეხვედრები და აქ ხარისხს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, თუ შედეგი იქნება. ძალიან კარგია, რომ მოვიგეთ, ძალიან კარგია, რომ 6 გვაქვს და დიდი ორი ნაბიჯი გადავდგით ჯგუფში პირველი ადგილისთვის“, - განაცხადა კაშიამ

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის საწყის ორ შეხვედრაში 6 ქულა მოიპოვა და ჯგუფში პირველ ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.128989