რაგბი

13:49 | 9.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

7-კაცა ნაკრების გამარჯვება ინგლისთან

საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა პოლონეთის ქალაქ ლოძში მიმდინარე ევროპის გრან პრის დასკვნით მე-4 ეტაპზე ინგლისის დამარცხება მოახერხა, თუმცა, ჯგუფში მაინც ბოლო ადგილი დაიკავა და დღეს, ბრძოლას მე-9 ადგილისთვის განაგრძობს.
ზაზა ლეჟავას შეგირდებმა საწყისი მატჩი საფრანგეთთან 5:7 წააგეს, შემდეგ მოულოდნელად შვედეთთანაც დამარცხდნენ (14:19), ბოლოსკენ კი სენსაცია მოახდინეს და A ჯგუფის გამარჯვებულ ინგლისს 19:17 სძლიეს.

ამგვარად, ქართველი მორაგბეები თასისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ და დღეს, უელსთან დაპირისპირება ელით. თუკი, ჩვენმა ნაკრებმა მოიგო, მე-9 პოზიციისთვის ბრძოლის უფლებას მიიღებს და მეტოქედ პოლონეთსა და იტალიას შორის უმჯობესი ეყოლება.
აქვე, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაც: ნიკო აფციაური (ლელო-სარასენს), ილია სპანდერაშვილი (არმაზი), ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი), გიორგი ჭუაძე (აკადემია), ლაშა ლომიძე’უმც (აია), სოსო მათიაშვილი (ლელო-სარასენს), თენგიზ პერანიძე (ლელო-სარასენს), ირაკლი სვანიძე (ჯიქი), რეზი ხარაზიშვილი (იუნკერები), რამაზ ხარაზიშვილი (იუნკერები), იოანე ხელაია (ლოკომოტივი), ოთარ ძაგნიძე (აია).

თეგები7-კაცა
0.148264