ფეხბურთი

19:48 | 8.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჰუმელსი პერუსთან მატჩს გამოტოვებს

მიუნხენის "ბაიერნის" და გერმანიის ეროვნული ნაკრების მცველი მატს ჰუმელსი პერუსთან გასამართ ამხანაგურ მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებს. აღნიშნული ინფორმაცია ბუნდესნაკრების თავკაცმა იოახიმ ლიოვმა პრესკონფერენციაზე გაავრცელა. ჰუმელსს აქილევსის მყესი აქვს დაზიანებული და რეაბილიტაციისთვის რამდენიმე დღეა საჭირო.

გერმანიამ ერთა ლიგის პირველი რაუნდის მატჩი უკვე გამართა საფრანგეთთან (0:0) და აღნიშნულ შეხვედრაში ჰუმელსმა შეუცვლელად ითამაშა. გერმანია პერუსთან ამხანაგურ მატჩს 9 სექტემბერს გამართავს.

0.114458