ჩოგბურთი

16:30 | 8.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

რაფა ნადალი: "დანებებას წაგება მირჩვენია, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა"

ამერიკის ღია პირველობის ნახევარფინალში რაფაელ ნადალმა ტრავმის გამო მატჩი ნაადრევად შეწყვიტა და შედეგად ტურნირსაც დაემშვიდობა. ესპანელმა ჩოგბურთელმა აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა.

რაფა ფიქრობს, რომ მუხლის დაზიანება სერიოზული არ იქნება და უკვე ოქტომბრიდან ფორმაში იქნება:

„მძულს დანებება, მირჩევნია დავმარცხდე, მაგრამ თამაშის გაგრძელება უბრალოდ არ შემეძლო. მუხლი მთელი ტურნირის განმავლობაში მაწუხებდა, თუმცა ტკივილი ნელ-ნელა გაიზარდა. კარგია ის, რომ ტრავმა სერიოზული არ უნდა იყოს“, - განაცხადა ნადალმა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის ღია პირველობის ფინალში არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდება.

0.107623