ფეხბურთი

16:04 | 8.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" სილესენის ჰოლანდიელი მეკარით ჩანაცვლებას გეგმავს

კატალონიის „ბარსელონას“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მეკარის, იესპერ სილესენის გაყიდვა სურს. აღნიშნულ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

29 წლის კიპერს თავადაც სურც ესპანური გრანდის დატოვება, მიზეზად კი სათამაშო დროის არქონას ასახელებს.

„ბარსელონას“ ხელმძღვანელებს იესპერის შემცვლელად ჰოლანდიელი კარის დარაჯის, იერონ ზუტის დამატება სურთ.

აქვე გეტყვით, რომ 27 წლის მოთამაშეს ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში 11 თამაში აქვს ჩატარებული. რაც შეეხება სილესენს, 2016 წლის შემდგომ „ბლაუგრანას“ კარი 2 მატჩში დაიცვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111633