ლეგენდარული ფეხბურთელის ჟორჟ ვეას შვილი ტიმოთი ვეამ „პარი სენ ჟერმენში“ დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო. ახალგაზრდა ფეხბურთელს პრანგული გუნდიდან შედარებით სუსტ კლუბში გადასვლა სურდა, რადგან მეტი სათამაშო დრო ჰქონოდა, თუმცა როგორც თავად განაცხადა, გადაწყვეტილება დედამ შეაცვლევინა.
„ეს იყო ოჯახის გადაწყვეტილება. დედაჩემი ფიქრობს, რომ ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ვარ და ისეთ კლუბში სათამაშოდ, როგორიც "პარი სენ ჟერმენია", მოთმინება მმართებს.
თუ სხვა რომელიმე სუსტ კლუბში გადავიდოდი, შესაძლოა მათ ჩემზე დიდი იმედები დაემყარებინათ, მე კი ამხელა პასუხისმგებლობისათვის ჯერ მზად არ ვარ“ , - თქვა 17 წლის ფეხბურთელმა.
აქვე გეტყვით, რომ გუშინ ტიმოთიმ მონაწილეობა მიიღო აშშ-სა და ბრაზილიის ნაკრებებს შორის მატჩში, რომელიც „სელესაომ“ 2:0 მოიგო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვაა, პრეზიდენტოვიჩ !!!


ეხლა წარმოიდგინეთ, ჩვენი პრეზიდენტის შვილი რომ სხვა ქვეყნის ნაკრებში თამაშობდეს, რას შევუკიკინებდით