ჩოგბურთი

11:44 | 8.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი ფინალშია

ამერიკის ღია პირველობის ფინალისტები ცნობილია. ხუან მარტინ დელ პოტროს წინააღმდეგობას ნოვაკ ჯოკოვიჩი გაუწევს. სერბმა ნახევარფინალში იაპონელი კეი ნიშიკორი პრობლემები გარეშე, სამ სეტში დაამარცხა.

შეხვედრა 2 საათსა და 22 წუთს გაგრძელდა და თამამად უნდა ითქვას, ნოლემ აზიელის ბარიერი ადვილად დასძლია - 6:3, 6:4, 6:2.

ამრიგად, 10 სექტემბერს, არტურ ეშის კორტზე ნოვაკ ჯოკოვიჩი და ხუან მარტინ დელ პოტრო დიდი მუზარადისთვის შეერკინებიან ერთმანეთს. აქვე შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა რაფაელ ნადალი დაამარცხა 1/2 ფინალში. უფრო სწორად, ესპანელმა მეორე სეტის შემდეგ ტრავმის გამო თამაში შეწყვიტა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11433