ჩოგბურთი

2:48 | 8.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

რაფამ მუხლს ვერ აჯობა - დელ პოტრო ფინალშია

ამერიკის ღია პირველობაზე პირველი ფინალისტი ცნობილია. რაფაელ ნადალისა და ხუან მარტინ დელ პოტროს შეხვედრა იმაზე ადრე დასრულდა, ვიდრე ვინმე წარმოიდგენდა. მიზეზი? - რაფას მუხლი.

ესპანელმა ლეგენდამ US Open-ი ტრავმირებული მუხლით ჩაატარა და აქამდე უძლებდა. მაგრამ, ვერ გაუძლო ნახევარფინალში, ფინალამდე ნაბიჯით ადრე. მიუხედავად ამისა, რაფამ პირველ სეტში ბოლოდე იბრძოლა და ოდენ ტაიბრეიკზე წააგო - 6:7.

აი, მეორე სეტის დასაწყისში ნადალმა სამედიცინო ტაიმ-აუტი აიღო. ბევრს ეცადა ექიმი, ბევრს ეცადა მსოფლიოს პირველი ჩოგანიც. რაფამ გააგრძელა თამაში, მაგრამ ნათელი იყო, რომ მუხლი მოსვენებას არ აძლევდა. ნადალს მოძრაობაც კი უჭირდა და მიუხედავად ამისა, მეორე სეტი ბოლომდე ჩაამთავრა. აი, შემდეგ უკვე აზრი აღარ ჰქონდა და დანებდა. განგებას წინ ვერაფერი აღუდგება და მათ შორისაა, თანამედროვების გამორჩეული მეჩოგნე.

ხუან მარტინ დელ პოტრო კი ფინალშია. არგენტინელი US Open-ის ფინალში კარიერაში მეორედ გავიდა. პირველად ეს 2009 წელს მოახერხა და მაშინ, როჯერ ფედერერი 3:2 დაამარცხა.

დელ პოტროს ამერიკაში მეორე ტრიუმფამდე ერთი მატჩი აშორებს. მისი მეტოქე კი გასარკვევია - კეი ნიშიკორი ან ნოვაკ ჯოკოვიჩი იქნება.

ნადალი - დელ პოტრო 0:2 (6:7, 2:6)

0.136883