კალათბურთი

2:01 | 8.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძის 27 ქულა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულთან

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების ახალგაზრდა ცენტრი გოგა ბითაძე 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოახლოებულ შესარჩევ მატჩებს ჩინებულ ფორმაში ხვდება.
ბითაძის “მეგა ბემაქსმა” მორიგი მოსამზადებელი შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულ ათენის აეკ-თან ჩაატარა და 97:104 წააგო, გოგამ კი 27 ქულა, 8 მოხსნა და 3 დაფარება მიითვალა.
შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 35-ს გაუტოლდა და ის მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

სერბულ კლუბს მომდევნო საკონტროლო შეხვედრა 12 სექტემბერს ჩინურ “ბეიჯინგთან” ელის, თუმცა, აზიელებთან დაპირისპირება ბითაძის გარეშე მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ გოგას უკვე ეროვნული ნაკრების შეკრებაზე ელიან, რომელსაც 13 სექტემბერს, თელ ავივში, ისრაელთან დაპირისპირება ელის, 16-ში კი, თბილისში, საბერძნეთს დაუხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11441