სხვა

14:16 | 7.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მესტენდურები კორეისკენ გეზს დღეს აიღებენ

ქართველ მესტენდურებს, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატზე საასპარეზოდ ემზადებიან, მცირე პრობლემები შეექმნათ. ჩვენი სპორტსმენები სამხრეთ კორეის ქალაქ ჩანგვონში მიმდინარე ტურნირზე გუშინ, 6 სექტემბერს, ყატარის ავიახაზებით უნდა გამგზავრებულიყვნენ, მაგრამ რეისი გადაიდო და დღეს საღამოს, 7 სექტემბერს შედგება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახელით მსოფლიოს ჩემპიონატში მხოლოდ მრგვალ სტენდზე მსროლელები გამოვლენ. ისინი შეჯიბრში მომავალი კვირიდან ჩაებმებიან. თბილისიდან ვაჟთა ნაკრები ასეთი შემადგენლობით მიდის: დავით ქვათაძე, თენგიზ იმნაიშვილი და ვლადიმერ ნარჩემაშვილი. ერთი მონაწილე გვეყოლება ქალთა ტურირშიც – მოსკოველი ნატალია პანასი, თუმცა ის სამხრეთ კორეაში მშობლიური ქალაქიდან გაფრინდება. ახალგაზრდებში მონაწილე არ გვეყოლება.

0.118177