ყაზახეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტანიმირ სტოილოვმა საქართველოს ნაკრებთან მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ბულგარელი სპეციალისტის განცხადებით, საქართველო ისევ ფავორიტია, თუმცა მის გუნდს ომი ჯერ არ წაუგია.
„სამწუხაროა, რომ წავაგეთ. ჩვენი შეცდომების გამო დავმარცხდით. საქართველომ კი მართლაც კარგი გოლი გაიტანა. ჩვენი თავის რწმენა გვაკლდა და შეტევაში აგრესია".
- მთლიანობაში მოგეწონათ თამაში?
- ბევრი სახიფათო და ლამაზი მომენტი არ ყოფილა. 50%-50%-ზე. მეორე ტაიმი კარგად დავიწყეთ, ბურთს ვაკონტროლებდით, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ. ფსიქოლოგურადაც მზად არ აღმოვჩნდით.
- როგორ ხედავთ ყაზახეთის ნაკრების პერსპექტივებს ერთა ლიგაზე?
- ველოდები, რომ რთული იქნება. ვფიქრობ, ჩვენი ძალა კონტრშეტევებზე უნდა გამოვიყენოთ. შანსი? მთავარია გამარჯვება. საქართველო რჩება ჯგუფის ფავორიტად, მაგრამ ომი არ წაგვიგია, ვნახოთ რა მოხდება.