ფეხბურთი

16:19 | 6.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბენფიკას" მძიმე ბრალდებები

ლისაბონის „ბენფიკა“ შესაძლოა ყველა ტურნირიდან მოიკვეთოს. სკანდალურ ინფორმაციას ბრიტანული Sun-ი ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, სასჯელი შესაძლოა სამ წლიანი გამოდგეს.

„ბენფიკას“ ბრალი ედება 30 კანონ დარღვევაზე და მათ შორისაა, კორუფცია, ცრუ ინფორმაციის გავრცელება და გარიგებული მატჩები. „არწივების“ პრეზიდენტი ლუის ფელიპე ვიეირა კი გუნდის გულშემატკივრებს ამშვიდებს:

„ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ აბსოლუტურად კანონიერად მოვიქეცით“, - ამბობს ვიეირა.

პროკურატურა 2013 წლიდან დღემდე პორტუგალიის ჩემპიონატში „ბენფიკას“ 163 თამაშს შეისწავლის. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში ლისაბონელები ოთხჯერ გახდნენ ქვეყნის ჩემპიონები.

თეგებიბენფიკა
0.114495