სამხრეთ კორეის ქალაქ ჩანგვონში მიმდინარე მსროლელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ამ დილით ჩვენმა ვაჟებმაც იასპარეზეს 10-მეტრიან დისტანციაზე – უფროსებმაც და ახალგაზრდებმაც, თუმცა ფინალში ვერ მოხვდნენ.
საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, უფროსებში ლევან ქადაგიძე 572 ქულით 62-ე იყო, ცოტნე მაჭავარიანი კი 569-ით – 72-ე.
უფრო უკეთ გამოვიდა ახალგაზრდებში აკაკი მოსულიშვილი, ვინც ფინალში ვერ მოხვდა, მაგრამ 566 ქულა დააგროვა და 60-მდე მონაწილეს შორის 32-ე ადგილზე გავიდა.