ჩოგბურთი

13:23 | 5.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

დალაქიშვილის მარცხი წყვილებში

ნიუ იორკში მიმდინარე აშშ-ს ღია პირველობას ბოლო ქართველი ჩოგბურთელი გამოეთიშა. გოგონათა წყვილების ტურნირში 16 წლის მარიამ დალაქიშვილი და ტაილანდელი სავანგკაეუ მე-5 ნომრად განთესილ ტაივანურ-იაპონურ დუეტს (გარლანდი-უჩიჯიმა) გაეჯიბრნენ და 5:7, 0:6 წააგეს.

შეგახსენებთ, რომ ერთეულთა შეჯიბრის საწყის რაუნდში დალაქიშვილი იმავე იაპონელ მოიუკა უჩიჯიმასთან 4:6, 1:6 დამარცხდა.

0.116143