ჩოგბურთი

22:27 | 4.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

სოფო სოფიას დაემშვიდობა

ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირს გამოეთიშა. შეგახსენებთ, რომ სოფომ ერთეულთა შეჯიბრის კვალიფიკაცია ვერ დასძლია, დღეს კი, წყვილებშიც მარცხი შეემთხვა.

შაფათავა და უკრაინელი ვალერია სტრახოვა სოფიაში მე-2 ნომრად იყვნენ განთესილნი, თუმცა, მერვედფინალში ჩეხურ-სლოვაკურ დუეტს (კოლოძიეოვა-მიჰალიკოვა) ვერ გაუმკლავდნენ – 5:7, 5:7.

0.116669