ჩოგბურთი

19:49 | 4.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი 2013 წლის შემდეგ US OPEN-ის 1/4-ფინალში ვერ გავიდა

დიდი სლემის 20-გზის ჩემპიონი როჯერ ფედერერი US OPEN-ის 1/8-ფინალში ჯონ მილმანთან 6:3, 5:7, 6:7, 6:7 დამარცხდა.

როჯერმა 2013 წლის შემდეგ პირველად ამერიკის ღია პირელობის 1/4-ფინალში ვერ გააღწია. ფედერერს US OPEN-ზე აქამდე რეიტინგის ტოპ-50-ის გარეთ მყოფ ჩოგბურთელთან არ წაუგია (მილმანი 55-ეა რეიტინგში). ჯონს კი თავის მხრივ ტოპ 10-ის მოთამაშესთან მოგება არ ჰქონდა და დიდი სლემის 1/4-ფინალში პირველად გავიდა.

0.129843