13-16 სექტემბერს ბულგარეთის დედაქალაქი სოფია ახალგაზრდა ძიუდოისტებს შორის ევროპის 2018 წლის ჩემპიონატს უმასპინძლებს. წინასწარი ინფორმაციით, ტურნირში მონაწილეობას 43 ქვეყნის წარმომადგენელი 415 ძიუდოისტი (225 ვაჟი, 190 გოგონა) მიიიღებს.
ევროპის პირველობაში 15 ქართველი ძიუდოისტიც ჩაებმება. მათგან 10 ვაჟია და ისიც საინტერესოა, რომ ჩვენს ქვეყანას სამ წონით კატეგორიაში ორ-ორი მონაწილე ეყოლება. ჩვენებურთა სრული ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
ვაჟთა ნაკრები
55 კგ.
ვანო ხუბაშვილი
60 კგ.
ჯაბა პაპინაშვილი
თემურ ნოზაძე
66 კგ.
ბაგრატ ნინიაშვილი
81 კგ.
ტატო გრიგალაშვილი
ლუკა მაისურაძე
90 კგ.
ლაშა ბექაური
100 კგ.
ონისე სანებლიძე
ზაურ კენჭაძე
+100 კგ.
გელა ზაალიშვილი
გოგონათა ნაკრები
48 კგ.
ნატალია ყიფშიძე
57 კგ.
ეთერ ლიპარტელიანი
63 კგ.
მზია ბებოშვილი
70 კგ.
მარიამ ჭანტურია
78 კგ.
სოფიო სომხიშვილი