ჩოგბურთი

0:10 | 4.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა წყვილთა ტურნირს შემორჩა

ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) ძირითად ბადეში გასვლას ცდილობდა, თუმცა, მიზანს ვერ მიაღწია.


შაფათავამ კვალიფიკაციის პირველ წრეში მე-5 ნომრად განთესილი იტალიელი ფედერიკა დი სარა 4:6, 6:4, 6:3 დაამარცხა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ფრანგ მარგო იეროლიმოსთან (მე-13) 6:4, 6:7 (3:7), 5:7 წააგო.
წყვილთა შეჯიბრში შაფათავასა და უკრაინელ ვალერია სტრახოვას მე-2 რეიტინგი აქვთ და ისინი მერვედფინალში ძალებს ჩეხურ-სლოვაკურ დუეტთან (კოლოძიეოვა-მიჰალიკოვა) სცდიან.

0.114564